სასწრაფოდ: ზიდანი რეალში ბრუნდება?!
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზინედიზ ზიდანი “რეალში” დაბრუნდება. ცნობილი გახდა, რომ “ბლანკოსმა” სანტიაგო სოლარის გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა. დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე მადრიდში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ზიდანის “რეალის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა დადასტურდება.
რას აკეთებდა ბეილი ალავესთან მატჩის დროს ? (ვიდეო)
გარეთ ბეილი ზინედინ ზიდანისთვის ფაქტიურად არაფერს აღარ წარმოადგენს. რამდენიმე მატჩია უელსელი არც ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს და არც ცვლილებაზე გამოდის. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფრანგ მწვრთნელს ბეილის გუნდში ყოფნა აღარ სურს. უელსის ნაკრების მთავარმა დამრტყმელმა ძალამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. გუშინ მადრიდის “რეალი” “ალავესს” დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. […]
ოფიციალურად: ზიდანი რეალში დაბრუნდა
ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალში” 2022 წლამდე დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მწვრთნელმა “სამეფო კლუბი” წინა სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ზიდანის წასვლის შემდეგ “რეალი” კრიზისში ჩავარდა და ყველა ტურნირს გამოეთიშა. ზინედინს დიდი ხნის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებდნენ, თუმცა მან საბოლოოდ ესპანეთში დაბრუნება ამჯობინა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე დადასტურდა. ზიდანი “რეალს” სათავეში 2016 წელს ჩაუდგა, როდესაც […]
რონალდუ და ზიდანი მარსელში? – ახალი მფლობელის ამბიციური გეგმები
სპორტული გამოცემა “Goal” საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია მარსელის “ოლიმპიკი” 700 მილიონ ევროდ გაიყიდა და მომავალ სეზონში კლუბს ახალი მფლობელი ეყოლება. მურად ბუჯელალი – “მარსელის” ახალი მფლობელი, რომელიც საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. 2004 წლიდან მოყოლებული, მურადი რაგბის გუნდის “ტულონის” პრეზიდენტიც გახლავთ. 🗣️ Prospective Marseille investor Ajroudi: “What would be better than bringing back a local […]
პერესმა რონალდუს მომავალზე ისაუბრა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ზიდანის დაბრუნებასთან ჩატარებულ გუშინდელ პრესკონფერენციაზე რონალდუს შესახებ ჰკითხეს. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ზიდანის “ბლანკოსის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად დადასტურდა. “დაბრუნდება თუ არა რონალდუ? ის იქ არის, სადაც არის და ყველაფერი კარგად აქვს,” – უპასუხა პერესმა პრესკონფერეციაზე.
მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი
ცნობილმა გამოცემა “toptenfans-მა” გამოაქვეყნა გულშემატკივრების მიერ არჩეული ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი. 10. დევიდ ბექჰემი 9. ფრანს ბეკენბაუერი 8. რონალდინიო 7. რონალდო 6. იოჰან კრუიფი 5. ზინედინ ზიდანი 4. კრიშტიანუ რონალდუ 3. პელე 2. მესი 1. მარადონა
ზიდანი: “ჯობია გავჩუმდე”
კატალონიაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესების გამო, ლა ლიგის ეგიდით, “კამპ ნოუზე” 26 ოქტომბერს გასამართი ელ კლასიკო გადაიდო და დეკემბერში ჩატარდება. ამის შესახებ კომენტარი მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა. “იმას გავაკეთებთ, რასაც გვეტყვიან. თუ “ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩი 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაშინ ამ დღეს ვითამაშებთ, თუ შეხვედრას დეკემბერში გადადებენ, მაშინ დეკემბრისთვის მოვემზადებით. ამას ჩვენთვის არსებითი […]
ზიდანმა ბეილი ისევ დააიგნორა – უელსელი განაცხადს მიღმა
ზინედინ ზიდანსა და გარეთ ბეილს შორის ურთიერთობა რომ დაძაბულია, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და ფრანგი სპეციალისტი, უელსელს ღიად აიგნორებს. “სამეფო კლუბი” 7 აგვისტოს თბილისის დროით 23:00-ზე პეპ გვარდიოლას გუნდს დაუპირისპირდება. “რეალის” თავკაცმა 24 კაციანი განაცხადი დაასახელა. განაცხადში გარეთ ბეილი ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიდანი მას საერთოდ აღარ ენდობა […]
ზიდანმა მოურინიოს შედეგი გააუმჯობესა
ფრანგ სპეციალისტს ახალი მიღწევა აქვს. საქმე ეხება ლა ლიგაში მოგებული მატჩების რაოდენობას. პორტუგალიელ სპეციალისტს 87 გამარჯვება ჰქონდა, ხოლო ზიდანისთვის დღევანდელი გამარჯვება “ოსასუნასთან” რიგით 88-ე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა ეს ნიშნული კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.
“ფენომენოს” ოცნების თერთმეტეული
ლეგენდარულმა ბრაზილელმა თავდამსხმელმა რონალდო ნაზარიომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა. “ფენომენო” დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. რასაც ბრაზილელი მოედანზე წლების მანძილზე აკეთებდა, უბრალოდ საოცრება იყო. რომ არა უმძიმესი ტრავმები, შესაძლოა რონალდო კიდევ უფრო ბევრად დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ორგზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა საკლუბო დონეზე 352 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში (1994-2011წწ.) 98 შეხვედრაში […]
ზიდანი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს
ყველა ფეხბურთელისთვის “ბლანკოსში” თამაში დიდი პატივი და ოცნებაა. არაერთ ფეხბურთელს უთქვამს, რომ მადრიდში თამაში ახდენილი ოცნებაა. ტიბო კურტუა, ლუკა იოვიჩი, ედენ აზარი – მათ ინტერვიუებში ხშირად ვხვდებოდით მსგავს ფრაზებს. “სამეფო კლუბის” თავკაცი ზინედინ ზიდანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. მარკას ინფორმაციით გუნდს მარტინ ოდეგორი დაუბრუნდება და მასთან ერთად გუნდში ორი ან სამი ნახევარმცველი კიდევ […]
10 საუკეთესო ინდივიდუალური შესრულება
უამრავი მიზეზი არსებობს თუ რატომ ვეძახით ფეხბურთს “ლამაზ თამაშს”. ერთი სიამოვნებაა უყურო, როგორ ატერორებს რონალდუ მცველებს ან როგორ ტოვებს მესი მეკარეებს უშანსოდ. ფეხბურთი გუნდური სპორტია, თუმცა არის მატჩები, რომლის ბედიც ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა. შემოგთავაზებთ საუკეთესოდ ჩატარებული მატჩების ჩამონათვალს, სადაც ერთმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა. 10.მაიკლ ოუენი VS გერმანია – 2001 ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა მაიკლ ოუენმა 2001 […]