10 საუკეთესო ინდივიდუალური შესრულება
უამრავი მიზეზი არსებობს თუ რატომ ვეძახით ფეხბურთს “ლამაზ თამაშს”. ერთი სიამოვნებაა უყურო, როგორ ატერორებს რონალდუ მცველებს ან როგორ ტოვებს მესი მეკარეებს უშანსოდ. ფეხბურთი გუნდური სპორტია, თუმცა არის მატჩები, რომლის ბედიც ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა. შემოგთავაზებთ საუკეთესოდ ჩატარებული მატჩების ჩამონათვალს, სადაც ერთმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა. 10.მაიკლ ოუენი VS გერმანია – 2001 ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა მაიკლ ოუენმა 2001 […]
“ფენომენოს” ოცნების თერთმეტეული
ლეგენდარულმა ბრაზილელმა თავდამსხმელმა რონალდო ნაზარიომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა. “ფენომენო” დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. რასაც ბრაზილელი მოედანზე წლების მანძილზე აკეთებდა, უბრალოდ საოცრება იყო. რომ არა უმძიმესი ტრავმები, შესაძლოა რონალდო კიდევ უფრო ბევრად დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ორგზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა საკლუბო დონეზე 352 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში (1994-2011წწ.) 98 შეხვედრაში […]
ზიდანმა ბეილი ისევ დააიგნორა – უელსელი განაცხადს მიღმა
ზინედინ ზიდანსა და გარეთ ბეილს შორის ურთიერთობა რომ დაძაბულია, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და ფრანგი სპეციალისტი, უელსელს ღიად აიგნორებს. “სამეფო კლუბი” 7 აგვისტოს თბილისის დროით 23:00-ზე პეპ გვარდიოლას გუნდს დაუპირისპირდება. “რეალის” თავკაცმა 24 კაციანი განაცხადი დაასახელა. განაცხადში გარეთ ბეილი ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიდანი მას საერთოდ აღარ ენდობა […]
მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი
ცნობილმა გამოცემა “toptenfans-მა” გამოაქვეყნა გულშემატკივრების მიერ არჩეული ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი. 10. დევიდ ბექჰემი 9. ფრანს ბეკენბაუერი 8. რონალდინიო 7. რონალდო 6. იოჰან კრუიფი 5. ზინედინ ზიდანი 4. კრიშტიანუ რონალდუ 3. პელე 2. მესი 1. მარადონა
რონალდუ და ზიდანი მარსელში? – ახალი მფლობელის ამბიციური გეგმები
სპორტული გამოცემა “Goal” საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია მარსელის “ოლიმპიკი” 700 მილიონ ევროდ გაიყიდა და მომავალ სეზონში კლუბს ახალი მფლობელი ეყოლება. მურად ბუჯელალი – “მარსელის” ახალი მფლობელი, რომელიც საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. 2004 წლიდან მოყოლებული, მურადი რაგბის გუნდის “ტულონის” პრეზიდენტიც გახლავთ. 🗣️ Prospective Marseille investor Ajroudi: “What would be better than bringing back a local […]
რას აკეთებდა ბეილი ალავესთან მატჩის დროს ? (ვიდეო)
გარეთ ბეილი ზინედინ ზიდანისთვის ფაქტიურად არაფერს აღარ წარმოადგენს. რამდენიმე მატჩია უელსელი არც ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს და არც ცვლილებაზე გამოდის. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფრანგ მწვრთნელს ბეილის გუნდში ყოფნა აღარ სურს. უელსის ნაკრების მთავარმა დამრტყმელმა ძალამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. გუშინ მადრიდის “რეალი” “ალავესს” დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. […]
ზუსტად 18 წლის წინ – რეალი Vs ლევერკუზენი (ვიდეო)
ზიდანი, მარადონა, პელე და სხვა ვარსკვლავები ექიმებს მადლობას უხდიან (ვიდეო)
როგორც ცნობილია, “ფიფამ” ახალი კამპანია დაიწყო. სახელად – #WeWillWin და მასში 50 ფეხბურთელზე მეტი მონაწილეობს. ეს კამპანია კორონავირუსთან ბრძოლისთვის შეიქმნა. ფეხბურთელები ვიდეო მიმართვით გაამხნევებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ვირუსს ებრძვის. “დასაფასებელია ის რასაც ექიმები ჩვენთვის აკეთებენ. მე ვამაყობ თითოეული იმ ადამიანით, ვინც კორონავირუსს ებრძვის” – განაცხადა პელემ
ჯერარდის ოცნების ხუთეული, რომელშიც რონალდუ არ შედის
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დაასახელა მისთვის საუკეთესო 5 ფეხბურთელი და ახსნა თუ რატომ არ შედის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ხსენებულ ხუთეულში. სტივენ ჯერარდი არ უარყოფს იმას, რომ ხუთი გზის ოქროს ბურთის მფლობელი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ინგლისელის აზრით მესის და რონალდუს არჩევა ბანალური იქნებოდა, ისინი სულ სხვა მწვერვალზე არიან. “უპირატესობას ყოველთვის გუნდურ მოთამაშეებს ვანიჭებ. რონალდუს შეუძლია გამარჯვება მოგიტანოს, მაგრამ […]
გულშემატკივრებმა მე-20 საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს
სპორტულმა გამოცემა “რანკერმა” გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და გამოავლინა მე-20 საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელი. 25. იარი რანტანენი ბევრ გულშემატკივარს იარი არ ემახსოვრება და უცნაირია, რომ ამ სიაში მოხვდა. რანტანენი 2 სეზონის განმავლობაში(1987/1989) “ლესტერში” ასპარეზობდა, სადაც 21 გოლის გატანა მოახერხა. არასახარბიელო დასაწყისი.. 24. ოლეგ სალენკო რუსი ფეხბურთელი, რომელმაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ თამაშში 5 გოლი გაიტანა. სხვა […]
ზიდანი – სამწუხარო ინფორმაცია რეალის გულშემატკივრებისთვის
გუშინ მადრიდის “რეალმა” “ლევანტესთან” სტუმრად მარცხი იწვნია, მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არ აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ფრანგმა ლეგენდამ განაცხადა, რომ ედენ აზარი ტრავმირებულია. “წაგებულ მატჩზე მეტად ედენ აზარის მდგომარეობა მაღელვებს. ბელგიელი კვლავ ტრავმირებულია და პირველადი დაკვირვების შედეგად მედიკოსებმა გვამცნეს, რომ ედენი “მანჩესტერ სიტისთან” ვერ დაეხმარება გუნდს. ასევე სათუოა მისი თამაში “ელ კლასიკოშიც”
ზიდანი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს
ყველა ფეხბურთელისთვის “ბლანკოსში” თამაში დიდი პატივი და ოცნებაა. არაერთ ფეხბურთელს უთქვამს, რომ მადრიდში თამაში ახდენილი ოცნებაა. ტიბო კურტუა, ლუკა იოვიჩი, ედენ აზარი – მათ ინტერვიუებში ხშირად ვხვდებოდით მსგავს ფრაზებს. “სამეფო კლუბის” თავკაცი ზინედინ ზიდანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. მარკას ინფორმაციით გუნდს მარტინ ოდეგორი დაუბრუნდება და მასთან ერთად გუნდში ორი ან სამი ნახევარმცველი კიდევ […]