ზიდანი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს
ყველა ფეხბურთელისთვის “ბლანკოსში” თამაში დიდი პატივი და ოცნებაა. არაერთ ფეხბურთელს უთქვამს, რომ მადრიდში თამაში ახდენილი ოცნებაა. ტიბო კურტუა, ლუკა იოვიჩი, ედენ აზარი – მათ ინტერვიუებში ხშირად ვხვდებოდით მსგავს ფრაზებს. “სამეფო კლუბის” თავკაცი ზინედინ ზიდანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. მარკას ინფორმაციით გუნდს მარტინ ოდეგორი დაუბრუნდება და მასთან ერთად გუნდში ორი ან სამი ნახევარმცველი კიდევ […]
“ფენომენოს” ოცნების თერთმეტეული
ლეგენდარულმა ბრაზილელმა თავდამსხმელმა რონალდო ნაზარიომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა. “ფენომენო” დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. რასაც ბრაზილელი მოედანზე წლების მანძილზე აკეთებდა, უბრალოდ საოცრება იყო. რომ არა უმძიმესი ტრავმები, შესაძლოა რონალდო კიდევ უფრო ბევრად დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ორგზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა საკლუბო დონეზე 352 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში (1994-2011წწ.) 98 შეხვედრაში […]
ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედს უახლოვდება!
როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror იტყობინება, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ზინედინ ზიდანს შეუთვალეს, რომ ჯერჯერობით ყველა შეთავაზებაზე უარი თქვას და მათ წინადადებას დაელოდოს. როგორც ჩანს გუშინდელი მოგების მიუხედავად, სადაც მანჩესტერელებმა “ნიუკასლი” ქამბექით 3:2 დაამარცხეს, “იუნაიტედის” ბოსები მაინც უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ ეს მანჩესტერელთა ბოსების ნაცადი ხერხია, ზუსტად ასეთი შეტყობინება მათ ჟოზე მოურინიოსაც გაუგზავნეს, როდესაც ლუის ვან […]
ზუსტად 18 წლის წინ – რეალი Vs ლევერკუზენი (ვიდეო)
ნისლიანი ალბიონი – ზინედინ ზიდანის ახალი გამოწვევა
L’equipe-ს ცნობით ზინედინ ზიდანი დაინტერესებულია პრემიერ ლიგაში საკუთარი ძალების გამოცდით, მისი მთავარი სამიზნე კი ჟოზე მოურინიოს ჩანაცვლება და მანჩესტერის ჩაბარებაა.
ზიდანმა მოურინიოს შედეგი გააუმჯობესა
ფრანგ სპეციალისტს ახალი მიღწევა აქვს. საქმე ეხება ლა ლიგაში მოგებული მატჩების რაოდენობას. პორტუგალიელ სპეციალისტს 87 გამარჯვება ჰქონდა, ხოლო ზიდანისთვის დღევანდელი გამარჯვება “ოსასუნასთან” რიგით 88-ე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა ეს ნიშნული კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.
ზიდანი: “ჯობია გავჩუმდე”
კატალონიაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესების გამო, ლა ლიგის ეგიდით, “კამპ ნოუზე” 26 ოქტომბერს გასამართი ელ კლასიკო გადაიდო და დეკემბერში ჩატარდება. ამის შესახებ კომენტარი მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა. “იმას გავაკეთებთ, რასაც გვეტყვიან. თუ “ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩი 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაშინ ამ დღეს ვითამაშებთ, თუ შეხვედრას დეკემბერში გადადებენ, მაშინ დეკემბრისთვის მოვემზადებით. ამას ჩვენთვის არსებითი […]
ზიდანმა ბეილი ისევ დააიგნორა – უელსელი განაცხადს მიღმა
ზინედინ ზიდანსა და გარეთ ბეილს შორის ურთიერთობა რომ დაძაბულია, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და ფრანგი სპეციალისტი, უელსელს ღიად აიგნორებს. “სამეფო კლუბი” 7 აგვისტოს თბილისის დროით 23:00-ზე პეპ გვარდიოლას გუნდს დაუპირისპირდება. “რეალის” თავკაცმა 24 კაციანი განაცხადი დაასახელა. განაცხადში გარეთ ბეილი ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიდანი მას საერთოდ აღარ ენდობა […]
პერესმა რონალდუს მომავალზე ისაუბრა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ზიდანის დაბრუნებასთან ჩატარებულ გუშინდელ პრესკონფერენციაზე რონალდუს შესახებ ჰკითხეს. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ზიდანის “ბლანკოსის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად დადასტურდა. “დაბრუნდება თუ არა რონალდუ? ის იქ არის, სადაც არის და ყველაფერი კარგად აქვს,” – უპასუხა პერესმა პრესკონფერეციაზე.