ლუკა ზარანდიამ ტობოლი დატოვა
ლუკა ზარანდიას იჯარის ვადა “ტობოლში” ამოიწურა – ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახეთი დატოვა და “ვარეგემს” დაუბრუნდა. როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიური კლუბი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. ზარანდიას “ტობოლში” 6 თვის განმავლობაში უნდა ეთამაშა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ლუკამ ყაზახეთში მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა. “ტობოლის” ოფიციალური გვერდი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და ქართველ ვინგერს გუნდში გატარებული პერიოდისთვის […]
ლუკა ზარანდია შესაძლოა პოლონეთში დაბრუნდეს
24 წლის ქართველ ფეხბურთელს, ლუკა ზარანდიას ბელგიაში კარიერა კარგად არ აეწყო. “ვარეგემის” ვინგერის ანგარიშზე იუპერ ლიგის 18 შეხვედრაში 4 საგოლე გადაცემაა. უმეტესად, ლუკა, ბელგიელთა მთავარ მწვრთნელს სათადარიგო სკამზე ჰყავს. ადგილობრივი გამოცემების თანახმად, ზარანდია, შესაძლოა, “არკაში” დაბრუნდეს. სწორედ გდინიურ გუნდში თამაშობდა ლუკა 2017-2019 წლებში. ექსტრაკლასაში ქართველმა ვინგერმა 50 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთი გაიტანა. ასევე, “არკასთან” […]
ოფიციალურად: ზარანდია ბელგიის ჩემპიონატში დაბრუნდა
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუკა ზარანდია კარიერას ბელგიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი 3 წლის განმავლობაში პოლონეთის ჩემპიონატში, “არკაში” თამაშობდა. ლუკა ზარანდიას შემდეგი კლუბი “ზულტე ვარეგემი” იქნება. 23 წლის ვინგერმა ბელგიურ გუნდთან 3+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა “არკას” მაისურით 9 ბურთის გატანა მოახერხა. “ზულტე ვარეგემმა” ბელგიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ევროტურნირების საგზური ვერ […]