1972 წლის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო გათამაშების ფინალი სპორტის ყველა გამოცდილი და სტაჟიანი გულშემატკივრისთვის ცნობილია. არამხოლოდ კალათბურთს, მთლიანად სპორტის ისტორიას ასეთი დრამატული გადამწყვეტი დაპირისპირება ცოტა თუ ახსოვს. მიუნხენში ერთმანეთს საბჭოთა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები დაუპირისპირდნენ, თუმცა, ფინალში სსრკ-ს ნაკრებს მონაწილეობა შესაძლოა საერთოდ არ მიეღო. საქმე ის გახლდათ, რომ ოლიმპიურ სოფელში პალესტინელი ტერორისტები ისრაელის დელეგაციის შენობას […]