აკა ტაბუცაძემ საქართველოს ნაკრების რეკორდი დაამყარა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში, აია არენაზე, ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში, ბელგია მიიღო და მეტოქე 78:6 გაანადგურა.

“ბორჯღალოსანთა” ახალწვეულმა, აკა ტაბუცაძემ გუშინდელ შეხვედრაში მეტოქეს პოკერი შეუსრულა, რითაც რეკორდი დაამყარა. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ საქართველოს ნაკრების მორაგბეს ერთ მატჩში 4 ლელო დაედოს.

ტაბუცაძის ოთხივე ლელო: 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

სტატიის ავტორი
-