ალი აბდელაზიზი: “არ გამოტოვოთ გიგას ბრძოლა, ის საქართველოს სახელს სიამაყით ატარებს!”

MMA-ს ცნობილმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა UFC-ს მოახლოებული ბრძოლის წინ გიგა ჭიკაძეზე ისაუბრა, ქართველი მებრძოლი გაამხნევა და ქართველ გულშემატკივარს მიმართა: “გამარჯობა საქართველო როგორ ხართ? მინდა გითხრათ რომ ეს ახალგაზრდა კაცი მისი ქვეყნის სახელს სიამაყით წარადგენს და ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული მებრძოლია, ეს უდავოა. გიგას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერებთ თუ მას მოკლავთ, ის მენტალურად ძლიერია – ნამდვილი მეომარი, ვამაყობ რომ ის ჩემი ძმა და მეგობარია, ასევე კლიენტიც. ის ყველას ანახებს თუ რას წარმოადგენს, ასე რომ არ გამოტოვოთ მისი ბრძოლა შაბათს UFC-ში. წინ საქართველო!”

გიგა ჭიკაძის ბრძოლა ჯამალ ემერსთან 8 მარტს, გამთენიისას ლას-ვეგასში შედგება.

 

ალი აბდელაზიზი: “არ გამოტოვოთ გიგას ბრძოლა, ის საქართველოს სახელს სიამაყით ატარებს!”

სტატიის ავტორი
-