ბერგკამპის ფენომენალური გოლი არგენტინის კარში | VIDEO

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის. მუნდიალის 1/4-ფინალურ ეტაპზე საინტერესო წყვილების დაპირისპირებას ვიხილავთ.

ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის შედგება. უპრინციპულესი მატჩი 11 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

ევროპული და სამხრეთ ამერიკული ტიტანების დაპირისპირების გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, გავიხსენოთ დენის ბერგკამპის ფენომენალური გოლი, რომელიც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა არგენტინას 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ მატჩში გაუტანა.

https://twitter.com/AntonioMango4/status/1599156477377159168

ბრწყინვალე გოლი ბერგკამპმა 89-ე წუთზე გაიტანა. ნიდერლანდებმა კი არგენტინა 2:1 დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ბრაზილიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ბერგკამპის ფენომენალური გოლი არგენტინის კარში | VIDEO

სტატიის ავტორი
-