ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის უპრინციპულეს, მე-4 შეხვედრაში, “ბრუკლინი” “ბოსტონს” დაუპირისპირდა. ნიუ იორკში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 112:116 დასრულდა. “ბრუკლინის” ლიდერმა – კევინ დურანტმა, პარკეტზე გატარებულ 46:39 წუთში, 39 ქულის, 7 მოხსნისა და 9 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო, თუმცა მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა.
“ბოსტონ სელტიქსმა” სერიაში მშრალი ანგარიშით (4:0) გაიმარჯვა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა. 1/4-ფინალში, “სელტიქსი” “მილუოკისა” და “ჩიკაგოს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
![ბრუკლინი 112:116 ბოსტონი | VIDEO 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/04/278663466_367487042102909_6640835541066222610_n.jpg)