გოლდენ გორი ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა (ვიდეო)

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ძიუდოს საკლუბო ევროპა ლიგა გაიმართა.

ქართულმა კლუბმა, “გოლდენ გორი” ტურნირი წარმატებით დაასრულა და ჩემპიონობა იზეიმა. გორელებმა ფინალში ფრანი მოწინააღმდეგეები, პარიზის გუნდი “ლე ბლან მენილი”  3:2 დაამარცხეს.

“გოლდენ გორის” ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგო კოკაური და ლუკა მაისურაძე იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ უშანგი კოკაური აზერბაიჯანის ნაკრების ღირსებას იცავს.

 

სტატიის ავტორი
-