ლორის კარიუსი ვერც ბეშიქთაშის კარის დაცვას ახერხებს

“ლივერპულიდან” განათხოვრებული ლორის კარიუსი ვერც თურქულ “ბეშიქთაშში” ახერხებს კარგი შედეგის მიღწევას. მან 9 თამაშში 14 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

კარიუსის კარიერა ჩემიონთა ლიგის ფინალამდე ძალიან კარგად ვითარდებოდა – გერმანელი მეკარე “ლივერპულის” კარის მთავარი დარაჯი იყო და “ენფილდს” მის მიერ აღებული არაერთი “მკვდარი ბურთი” ახსოვს, თუმცა “რეალთან” შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა.

ბრიტანული მედიის ცნობით, “ბეშიქთაქშში” კარიუსით უკმაყოფილოები არიან და დიდი ალბათობით, იანვარში 25 წლის მეკარე კვლავ “ლივერპულში” დაბრუნდება.

 

ლორის კარიუსი ვერც ბეშიქთაშის კარის დაცვას ახერხებს

სტატიის ავტორი
-