მილუოკი 116:100 ჩიკაგო | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, “მილუოკი” “ჩიკაგოს” დაუპირისპირდა. მილუოკიში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 116:100 დასრულდა. “მილუოკი ბაქსმა” სერიაში 4:1 გაიმარჯვა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, სადაც “ბოსტონ სელტიქსს” დაუპირისპირდება.

“ბაქსის” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერმა – იანის ანტეტოკუნმპომ, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 30:07 წუთში, 33 ქულის, 9 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

მილუოკი 116:100 ჩიკაგო | VIDEO

სტატიის ავტორი
-