პრემიერ ლიგის მე-14 ტურში ლონდონის “ჩელსი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდა, სადაც “არისტოკრატები” 0:1 დამარცხდნენ.
ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ “ვესტ ჰემის” მეკარემ დავიდ მარტინმა 33 წლის ასაკში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა პრემიერ ლიგის ეგიდით. აქამდე მას არასდროს უთამაშია პრემიერ ლიგაში. მატჩის შემდეგ თანაგუნდელებმა მარტინს საკმაოდ ემოციურად მიულოცეს. თავად მარტინი კი ცრემლებს ვერ იკავებდა.
#ImNotCryingYouArepic.twitter.com/ath3MP3Tdb
— West Ham United (@WestHam) November 30, 2019
“ვესტ ჰემში” გადასვლამდე დავიდ მარტინი ძირითადად ჩემპიონშიფში და პირველ ლიგაში ასპარეზობდა.