სტეფ კარი NBA-ის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა! (ვიდეო)

სტეფ კარის მესამე მეოთხედში შესრულებულმა სამ ქულიანმა “ჩიკაგოს” წინააღმდეგ, ის ისტორიაში კიდევ ერთხელ შეიყვანა. მან ჯეისონ ტერის გადაასწრო ყველა დროის საუკეთესო 3 ქულიან მსროლელებს შორის.

სტეფმა 30 წლის ასაკში 2 285 სამქულიანი ბურთის ჩაგდება მოახერხა და მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩება – რეი ალენს (2 973) და რეჯი მილერს (2 560). თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ კარის მოსდევს კაილ კორვერი, რომელიც სულ რაღაც 5 სამქულიანით ჩამორჩება მას და შესაძლოა რომელიმე მატჩის შემდეგ გადაასწროს კიდეც.

ტოპ სნაიპერების ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. რეი ალენი -2973
2. რეჯი მილერი – 2560
3. სტეფ კარი – 2285
4. ჯეისონ ტერი – 2282
5. კაილ კორვერი – 2280
6. ჯამალ კროუფორდი – 2180
7. ვინს კარტერი – 2165
8. პოლ პირსი – 2143
9. ჯეისონ კიდი – 1988
10. ჯო ჯონსონი – 1978

რა თქმა უნდა, კარის მიზანი მესამე ადგილზე გაჩერება არ იქნება და როგორც მისმა თანაგუნდელმა, კევინ დურანტმა განაცხადა – ყველამ ვიცით, რომ ის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერი გახდება.

The shot that moved @StephenCurry30 into third place on the @NBA‘s all-time 3-point made list! 👏👏👏

სტატიის ავტორი
-