თბილისის დინამომ ვიტალი დარასელიას თასი მოიგო (ვიდეო)

თბილისის “დინამო” ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გამარჯვებული გახდა.

ტურნირზე, რომელშიც 15-წლამდელთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, თბილისის “დინამომ” ფინალში იტალიური “ემპოლი” 1:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. მატჩი “დინამოს” უპირატესობით წარიმართა და მატჩის ერთადერთი ბურთი 23-ე წუთზე იობაშვილმა გაიტანა.

“დინამომ” მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ფავორიტის სტატუსი მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე “ციურიხი” 3:0, “ვულვერჰემპტონი” 4:0 და “ემპოლი” 1:0 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში “ფეიენოორდი” 5:1 გაანადგურა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი “დინამოელი” ლუკა გაგნიძე გახდა, რომელიც ლეგენდარულმა ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა. ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი გოლით “ბრაგას” ფორვარდი მიგელ ფალე გახდა. მან პრიზი რევაზ ძოძუაშვილისგან ჩაიბარა.

სტატიის ავტორი
-