გავიხსენოთ თორნიკე ოქრიაშვილის ეფექტური გოლი ბელარუსის წინააღმდეგ (ვიდეო)

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდა.

მატჩი ქართველების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. გოლის ავტორი კი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი სტუმრად 2:0 დამარცხდა. 2017 წელს კი ამხანაგურ შეხვედრაში ამ ნაკრებების დაპირისპირება ფრედ, 2:2 დამთავრდა.

საქართველოსა და ბელარუსს ერთმანეთში სულ 3 თამაში აქვთ ჩატარებული. ბალანსი კი თანაბარია. ერთი მოგება, ერთი წაგება და ერთი ფრე. საქართველომ მეტოქეს 3 ბურთი გაუტანა, ხოლო 4 გაუშვა.

რიგით მეოთხე დაპირისპირება “დინამო არენაზე” ერთა ლიგის ნახევარფინალში შედგება.

 

სტატიის ავტორი
-