ტოჩინოშინი კაკურიუსთან ბრძოლის შემდეგ: “უზომოდ ბედნიერი ვარ” (ვიდეო)

-გილოცავ, გამარჯვებას!
-მადლობა.
-როგორი გრძნობა იყო გამარჯვება?
-გამიხარდა, რამენაირად, ცოტა კი ვნერვიულობდი, მაგრამ ძალიან მიხარია რომ გავიმარჯვე!
-ეს ბოლო სამი დღე ცოტა ცუდად წაგივიდა, დღეს გამოსვლამდე რას ფიქრობდი?
-მე-10 დღის შემდეგ ცოტათი გამიფუჭდა ჩემი სუმო, ტაჩიაიც ისეთი კარგი ვერ გამომდიოდა, დღესაც ვნერვიულობდი, მაგრამ მიხარია რომ კარგად გამომივიდა.
-ამით ოძეკის წოდების დაბრუნება უკვე გარანტირებულია, ამის შემდეგ როგორ აპირებ გაგრძელებას?
-ჯერ ხვალინდელ ბრძოლაზე ვიფიქრებ და შევეცდები, რომ ისევ კარგად ვიასპარეზო.
-ძლიერი ტოჩინოშინის გამოსვლებიც ისევ გვაჩვენე!
-ყველანაირად შევეცდები.
-მადლობა.
-მადლობა.

სტატიის ავტორი
-