ვაკო ყაზაიშვილის გოლი სან ხოსეში საუკეთესოდ აღიარეს (ვიდეო)

MLS-ში მოასპარეზე “სან ხოსეში” ორი ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობს.

ორივე მათგანმა ახალ კლუბში ინტეგრირება მარტივად შეძლო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერებადაც ჩამოყალიბდნენ. “სან ხოსე” გასულ სეზონში განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ვაკო ყაზაიშვილის გატანილი ბურთი საუკეთესოდ დაასახელეს. ვაკომ აღნიშნული გოლი “ატლანტას” გაუტანა.

ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში 2017 წლიდან თამაშობს. ქართველ ნახევარმცველს “სან ხოსეს” შემადგენლობაში 44 თამაში აქვს ჩატარებული და 15 ბურთის გატანა უკვე მოასწრო.

სტატიის ავტორი
-