ზუსტად 20 წლის წინ, დღევანდელ დღეს სოლსკიაერი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა (ვიდეო)
თებერვალი 6, 2019 1:06 pm
1999 წლის 6 თებერვალს, ოლე გუნარ სოლსკიარემა პრემიერლიგის ისტორია შეცვალა.
საქმე ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაშინდელი თავდამსხმელი და ახლანდელი მთავარი მწვრთნელი, შეცვლაზე შემოვიდა და 10 წუთში 4 ბურთი გაიტანა. ის “პრემიერლიგის” ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში და პოკერი შეასრულა.
ნორვეგიელმა ფეხბურთელმა გოლები მე-80, 88-ე, ორი ბურთი კი 90-ე წუთზე გაიტანა. “მანჩესტერ იუნაიტედის” მეტოქე “ნოტინგემ ფორესტი” იყო. ის შეხვედრა “წითელმა ეშმაკებმა” 8:1 მოიგეს.
![ზუსტად 20 წლის წინ, დღევანდელ დღეს სოლსკიაერი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/files/2019/02/m02.png)