რომან გროსჟანი ბაჰრეინის გრან პრიზე ფორმულა 1-ის რბოლაში მონაწილეობისას სერიოზულ ავარიაში გადარჩა.
რბოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში ფრანგი მრბოლელის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მესამე მოსახვევში ტრასიდან გადავარდა.
სავარაუდოდ, გროსჟანმა კონტროლი დაკარგა, რასაც მოჰყვა შეჯახება და აფეთქება, შემთხვევის კადრებში კარგად ჩანს, რომ მანქანა შეჯახების შედეგად შუაზე გაიყო.
Formula 1, testament to years of innovation has thankfully adverted would could have been an unfortunate loss of life. Glad Grosjean is fine. pic.twitter.com/Mfmi2IbhRA
— Samzino E (@SEmeanuwa) November 29, 2020
ინციდენტისთანავე წითელი ალამი აიწია და რბოლა შეაჩერეს.
საბედნიეროდ, გროსჟანმა შეძლო მანქანიდან გადმოსვლა და ავარიის ადგილის დატოვება, რის შემდეგაც სამედიცინო ბრიგადასთან მივიდა.
მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და განცხადების თანახმად უმნიშვნელო დამწვრობები აქვს მიღებული, სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა.