ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი 

კორონავირუსის პანდემიის და სანაკრებო პაუზის გამო, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. გადადებული შეხვედრების გამო, ტური 25 ოქტომბერს დაიწყო და 26 ნოემბერს დასრულდა.

ამ 5 შეხვედრის გამართვის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლაში “დინამო თბილისი” გამოიკვეთა, რომელმაც საშინაო კედლებში ქართული დერბი მოიგო და მძიმე შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” – 2:1 სძლია.

თანამოსახელე კლუბს 5-ქულიანი ჰანდიკაპის შექმნაში ხელი ბათუმელებმაც შეუწყვეს, რომლებმაც საშინაო კედლებში, ახალ არენაზე, სამეულისთვის მებრძოლ “ლოკომოტივთან” – 1:2 წააგეს.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა “სამტრედიამაც“, რომლის მიზანიც ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ამ საქმეში უშუალო კონკურენტ საჩხერის “ჩიხურას” სტუმრად – 1:0 აჯობა.

სატურნირო ცხრილში ერთმანეთის გვერდით მდგომმა კლუბებმა “საბურთალომ” და “თელავმა” კახეთის ცენტრში ფრე – 1:1 ითამაშა.

ერთადერთი მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა, თბილისში, “მერანისა” და გორის “დილას” დაპირისპირება გამოდგა.

ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი  1მეთოთხმეტე ტურის შედეგები:

“ჩიხურა” – “სამტრედია” 0:1

“მერანი” – “დილა” 0:0

“თელავი” – “საბურთალო” 1:1

“დინამო თბილისი” – “ტორპედო” 2:1

“დინამო ბათუმი” – “ლოკომოტივი” 1:2

მეთოთხმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (“ლოკომოტივი”).

მცველები: გიორგი გაბაძე (“ლოკომოტივი”), საიმონ ბენიო (“დინამო თბილისი”), ლაშა თოთაძე (“სამტრედია”), დავით უიბილავა (“ლოკომოტივი”).

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა (“დინამო თბილისი”), სტრაჰანია პავიშიჩი (“სამტრედია”), გიორგი დათუნაიშვილი (“მერანი”).

თავდამსხმელები: ნოდარ ქავთარაძე, დავით სხირტლაძე (ორივე “დინამო თბილისი”), ირაკლი სიხარულიძე (“ლოკომოტივი”).

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი (“ლოკომოტივი”).

ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი  2

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

 

ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-