პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ტოტენჰემი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. ლონდონში, “ტოტენჰემ ჰოტსპურის” სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულმა გრანდმა 2021 წლის წარუმატებელი სერია შეწყვიტა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
“ლივერპულის” მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ფანტასტიკული პერფორმანსი შემოგვთავაზა და კრიტიკოსებს ნათლად დაანახა, რომ კვლავ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ალექსანდრ-არნოლდმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა ეს ყველაფერი არაა…
Trent Alexander-Arnold vs. Tottenham
— CF Comps (@CF_Comps) January 28, 2021
უკანასკნელი წლების განმავლობაში, 22 წლის განაპირა მცველი “ლივერპულის” ძირითად გუნდში აღზევდა და ამომავალი ტალანტიდან – მსოფლიო დონის ვარსკვლავობამდე დაწინაურდა. აღნიშნული სტატუსის მოპოვებაში, ტრენტს ბრწყინვალე მატჩები დაეხმარა, რომლებშიც გასაოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა.
გამონაკლისი არც “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართული მატჩი აღმოჩნდა:
Trent Alexander-Arnold’s game by numbers vs. Tottenham:
87 touches
86% passing accuracy
80% duels won
8 ball recoveries
4 open-play crosses
3 touches in opp. box
2 interceptions
2 clearances
1 shot
1 goal
1 assistA sensational performance. 💥 pic.twitter.com/edAkfAaHF0
— Squawka Football (@Squawka) January 28, 2021
“ტოტენჰემთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრ-არნოლდმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და “ლივერპულის” თამაში შეაფასა.
“ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ყოველთვის მაღალ დონეზე თამაში და გამარჯვება სურს. უკანასკნელი 4-5 მატჩის განმავლობაში, არც ისე სახარბიელო შედეგი გვქონდა და გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ “ტოტენჰემის” დამარცხვებით ვითარება სწორდება და ვუბრუნდებით, იმ ფორმას, რომელსაც მიჩვეული ვართ. გამარჯვების მოპოვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მასინ, როდესაც კონკურენტს ამარცხებ”, – აღნიშნა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა.