ლა ლიგის 29-ე ტურში ,,კადისმა” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.
მატჩის 29-ე წუთზე ერთმანეთს სიტყვიერად ხუან კალა (კადისი) და მუქტარ დიახაბი (ვალენსია) დაუპირისპირდნენ. რამდენიმე წუთში დიახაბიმ თანაგუნდელებთან ერთად, პროტესტის ნიშნად, მოედანი დატოვა და შეხვედრა დროებით შეწყდა.
აღნიშნულ ეპიზოდს ,,ვალენსიას” მცველი – ხოსე გაია გამოეხმაურა:
,,დიახაბიმ გვითხრა, რომ კალამ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. მოედანზე იმიტომ დავბრუნდით, რომ შესაძლებელი იყო, დავესაჯეთ.
მან თამაშის გაგრძელება გვთხოვა. დიახაბი განადგურებულია, ეს საშინელი შეურაცხყოფა იყო.”
მატჩისშემდგომ ინტერვიუში დიახაბიზე ვალენსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გარსიამაც ისაუბრა:
,,დიახაბიმ თქვა, რომ თამაშის გაგრძელება არ შეეძლო, თუმცა მას ესმოდა, რომ რაიმე სახის ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, მოედანზე უნდა დავბრუნებულიყავით.”
👊 Brilliant scenes of solidarity as the Valencia players walk off the pitch after an alleged racist comment made to Mouctar Diakhaby.pic.twitter.com/OqgeSVu93b
— The Sportsman (@TheSportsman) April 4, 2021
ლა ლიგის 29 ტურის შემდეგ ,,ვალენსია” 33 ქულით ცხრილის მე-12 პოზიციაზეა, ,,კადისი” კი 32 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.