ალუნ ვინ ჯონსი Vs. ჯეიკ ბოლი | უელსელი მორაგბეების ხელჩართული ჩხუბი (ვიდეო)
ივნისი 4, 2021 4:23 pm
სოციალურ ქსელებში უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორე ხაზელების ხელჩართული ჩხუბის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. “დრაკონების” კაპიტან – ალუნ ვინ ჯონსსა და მეორე ხაზელ ჯეიკ ბოლს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების განეიტრალებას, მათი თანაგუნდელები უშედეგოდ ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უელსელმა მორაგბეებმა 6 ერის 2021 წლის გათამაშების ერთ-ერთი ვარჯიშის დროს იჩხუბეს.
![ალუნ ვინ ჯონსი Vs. ჯეიკ ბოლი | უელსელი მორაგბეების ხელჩართული ჩხუბი (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/06/jake-ball.jpg)