ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, “ლა კარტუხაზე” შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში რამდენე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა და “ფურია როხა” რეკორდების მფლობელიც გახდა. ეს ყველაფერი მეტწილად ლუის ენრიკეს დამსახურებაა, რომელმაც გუნდში მიძინებულ ტიკი-ტაკას ახალი სული შთაბერა და ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობის უმაღლესი მაჩვენებელიც დააფიქსირებინა.
კონეკრეტულად, მთელი მატჩის მონაცემების გათვალისწინებით, ესპანელებმა ბურთზე კონტროლი 85.1%-ით დააწესეს, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკური მონაცემების მწარმოებელი პრესტიჟული კომპანია Opta ავრცელებს და წერს, რომ ამ მაჩვენებელს 1980 წლიდან ითვლიან და მას შემდეგ, ამაზე უკეთესი ბურთის ფლობის შედეგი ევროპის კონტინენტის პირველობაზე არავის ჰქონია. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, აქაც ესპანელები ლიდერობენ, რომლებმაც რუსეთის ნაკრებს წინააღმდეგ 2018 წელს, სწორედ რუსეთში გამართული მუნდიალის მერვედფინალში, 79%-იანი შედეგი დააფიქსირეს. აქ მონაცემებს 1966 წლის შემდეგ ითვლიან.
85,1% – España 🇪🇸 ha registrado ante Suecia 🇸🇪 la mayor posesión en partido de la #Eurocopa desde 1980 (85,1%) y viene, en su último partido de un gran torneo, de registrar la segunda mayor posesión de la historia en un Mundial desde 1966 (79% ante Rusia). Colapso#Eurocopa2021 pic.twitter.com/bu9GFlBsW4
— OptaJose (@OptaJose) June 14, 2021
ესპანელებმა კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეძლეს. იმავე 1980 წლის შემდეგ, რაც მონაცემების დათვლა შესაძლებელი გახდა, ესპანელებმა შვედების წინააღმდეგ, პირველ ტაიმში გაკეთებული ზუსტი გადაცემების სარეკორდო მაჩვენებელი – 419 დააფიქსირეს.
1 – Spain completed 419 passes in the first half against Sweden, the highest figure in the opening 45 minutes of a European Championship game since we have this data available (1980). Control. #EURO2020 #ESP #SWE
— OptaJoe (@OptaJoe) June 14, 2021
ესპანელები და შვედები, რომლებმაც ქულები გაიყვეს, ჯგუფში 3 ქულის მფლობელ და ამ მომენტისთვის ლიდერ სლოვაკეთთან და უქულოდ, ბოლო ადგილზე მყოფ პოლონეთთან ერთად იმყოფებიან.