დავიდ ვილია 40 წლის გახდა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი დავიდ ვილია 40 წლის გახდა.

ვილია როგორც ევროპული, ასევე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რასაც მისი შედეგები და ტიტულები ცხადყოფს.

ესპანელმა თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი ლა ლიგაში გაატარა, ითამაშა ისეთ კლუბებში როგორებიცაა: “ვალენსია”, “ბარსელონა” და “ატლეტიკო”, ასევე “სპორტინგ ხიხონი” და “სარაგოსა”.

კარიერის ბოლოს MLS-ში გადაინაცვლა, სადაც თავდაპირველად “ნიუ იორკ სიტის” ღირსებას იცავდა, შემდეგ კი “ვისელ კობეში” გადაინაცვლა, სადაც ამ დრომდე ასპარეზობს.


დავიდ ვილიას საუკეთესო გოლები | VIDEO



გთავაზობთ ვილას შედეგებსა და ტიტულებს:

შედეგები:


  • 639 თამაში
  • 98 სანაკრებო თამაში
  • 387 გოლი
  • 89 საგოლე გადაცემა

ტიტულები:


  • ლა ლიგა – 3 
  • კოპა დელ რეი – 3 
  • ესპანეთის სუპერ თასი – 3 
  • უეფას ჩემპიონთა ლიგა – 1 
  • მსოფლიო ჩემპიონატი – 1 
  • ევროპის ჩემპიონატი – 1 
  • სუპერ თასი – 1 
  • კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი – 1 

დავიდ ვილია 40 წლის გახდა

სტატიის ავტორი
-