საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 2021 წლის სეზონი დასრულდა

3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ამით ტურნირის რეგულარული სეზონი დასრულდა.

ბოლო ტურის შეხვედრებში ნაადრევად გაჩემპიონებული ბოლნისის “სიონი” თბილისის “მერანთან” – 1:2 დამარცხდა, ხოლო სამეულში მოხვედრილმა “გაგრამ” 3:0 (“გარეჯთან)​ და მარტვილის “მერანმა” – 6:0 (“ჩიხურასთან”) დიდი ანგარიშებით იმარჯვეს. 4 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა გასავარდნ ზონაში მოხვედრილმა “ვიტ ჯორჯიამაც“, რომელმაც ზუგდიდის “დინამო” – 4:0 დაამარცხა. თავისი მატჩის მოგება შეძლო ბოლოსწინა პოზიციაზე გასულმა “რუსთავმაც“, რომელმაც” “შევარდენს” – 5:3 სძლია.

ეროვნული ლიგა 2-ის 2021 წლის საბოლოო ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 2021 წლის სეზონი დასრულდა 1

ამრიგად, ეროვნულ ლიგაში ადგილის მოსაპოვებელ ორმატჩიან პლეიოფში “გაგრას” მეტოქე ქობულეთის “შუქურა” იქნება, ხოლო მარტვილის “მერანი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება. რაც შეეხება ეროვნული ლიგა 2-ის შემდეგი სეზონის საგზურს, აქ “რუსთავისა” და “კოლხეთი 1913-ის” და “ვიტ ჯორჯიასა” და “თბილისი სითის” დუელები შედგება.

რაც შეეხება ფეხბურთელების ინდივიდუალურ სტატისტიკას, საუკეთესო ბომბრდირის წოდება 23-23 გოლით “გაგრას” და მარტვილის “მერანის” ფორვარდებმა, შესაბამისად, თამაზ მაქაცარიამ და შეიკნე სილამ მოიპოვეს, მესამე ადგილზე კი ბოლნისის “სიონის” კაპიტანი დათა სიჭინავა და გარეჯის შემტევი გიორგი ხარებაშვილი 20-20 გოლით გავიდნენ. საუკეთესო ასისტენტი დათა სიჭინავა გახდა, ბოლნისელთა მეათე ნომერმა 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და თანაგუნდელი თომა ტაბატაძე და მარტვილელთა შემტევი ვასილ გოგოლიძე ჩამოიტოვა, რომლებმაც 8-8 საგოლე პასი მიითვალეს.

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 2021 წლის სეზონი დასრულდა

სტატიის ავტორი
-