საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში მედიისათვის დაიხურა

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის უპრინციპულესი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს შესაძლოა გადაიდოს. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” მატჩი, 27 თებერვალს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით შესაძლოა მატჩი არ ჩატარდეს.

24 თებერვალს, 17:00 სთ-ზე “რუსთავის სარაგბო სტადიონზე” რუსეთთან მატჩამდე “ბორჯღალოსნები” ღია ვარჯიშს გამართავენ. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ვარჯიში მედიისათვის დაიხურა. “ბორჯღალოსნების” ვარჯიშის კადრებს საქართველოს რაგბის კავშირი გაავრცელებს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში მედიისათვის დაიხურა

სტატიის ავტორი
-