მამარდაშვილი ლა ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდშია

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გუშინ, სათამაშო კვირა “რეალისა” და “მალიორკას” შეხვედრით დასრულდა. მადრიდელებმა მეტოქე სტუმრად 0:3 დაამარცხეს, რის შემდეგაც გამოცემებმა ტურის 11-ეულიც შეადგინეს.

მამარდაშვილმა, რომელმაც “ხეტაფესთან” 6 ოფიციალური სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა, Sofascore-სგან 8,1 ქულა მიიღო. ამ შეფასებით “ვალენსიას” 21 წლის ქართველი მეკარე საუკეთესო იყო.

Team of the Week provided by SofaScore LiveScore

ლა ლიგაში "ვალენსიას" მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში გიორგი მამარდაშვილს ანგარიშზე 5 მშრალი მატჩია. 45%-იანი შედეგით ქართველს ლა ლიგაში მეოთხე შედეგი აქვს იმ მეკარეებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა 10+ თამაშში მიიღეს.

მამარდაშვილი ლა ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდშია

სტატიის ავტორი
-