ნიკოლა იოკიჩის გაძევება გოლდენ სტეიტთან მატჩში | VIDEO
აპრილი 19, 2022 12:34 pm
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის შეხვედრაში, “გოლდენ სტეიტი” “დენვერს” დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 126:106 დასრულდა, რის შედეგადაც “ოკლენდელებმა” სერიაში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
ერთ-ერთ ეპიზოდში “დენვერის” ლიდერმა – ნიკოლა იოკიჩმა, ნერვები ვერ მოთოკა და მსაჯის გადაწყვეტილება აგრესიულად გააპროტესტა. არბიტრთან დაპირისპირების შემდეგ, იოკიჩი პარკეტიდან გააძევეს.
![ნიკოლა იოკიჩის გაძევება გოლდენ სტეიტთან მატჩში | VIDEO 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/04/1234.png)