მიუნხენის ,,ბაიერნის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა, იულიან ნაგელსმანი დაიცვა:
,,ნაგელსმანის მისამართით კრიტიკა უადგილოა. ყველა მატჩს ვერ მოიგებ. ჩემი აზრით, ის საკუთარ მოვალეობებს თავს შესანიშნავად ართმევს და ძალიან კარგი მონაცემები აქვს.
იულიანი ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელია,” – ჰიტცფელდის სიტყვებს Sky Germany ციტირებს.
ბუნდესლიგის 30 ტურის შემდეგ, ,,ბაიერნი” 72 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,დორტმუნდს” 9 ქულით უსწრებს.
ნაგელსმანის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ,,რეკორდმაისტერი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ,,ვილიარეალმა” გამოაგდო.