საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,ლანსს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, პარიზელები მეორეადგილოსან ,,მარსელს” 16 ქულით უსწრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოჩეტინოს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეათედ გახდა.
მოგებული ტიტულების რაოდენობით ,,პსჟ” რეკორდსმენ ,,სენტ-ეტიენს” გაუთანაბრდა.
მომავალ ტურში ,,პარი სენ ჟერმენი” ,,სტრასბურგს” ესტუმრება.
Championships
– – – – – – – – –
— Paris Saint-Germain (@PSG_English) April 23, 2022