მიუნხენის ,,ბაიერნის” შემტევი, კინგსლი კომანი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ინფორმაციას გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ფრანგმა ფეხბურთელმა ,,შტუტგარტთან” ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრის 95-ე წუთზე კონსტანტინოს მავროპანოსს სახეში ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.
შედეგად, კომანი ,,ვოლფსბურგთან” გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩსა და მომავალი სეზონის პირველ ორ ტურს გამოტოვებს.
Coman warra chad lmaoo pic.twitter.com/n73qS2bLFU
— Stop That Neuer (@Goatkeeper1_) May 8, 2022