,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:
,,პარი სენ ჟერმენში თავგადასვლის გაგრძელებით და პარიზში, ჩემს ქალაქში, დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ.
იმედია, გავაგრძელებ იმის კეთებას, რაც მიყვარს და თქვენთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ,” – განაცხადა კილიანმა.
მბაპე ,,პარი სენ ჟერმენში” 2017 წლიდან თამაშობს. 23 წლის შემტევის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 216 მატჩში 168 გოლი და 87 ასისტია.
’
#KylianCestParis pic.twitter.com/e3ZSY1E3FZ
— Paris Saint-Germain (@PSG_English) May 21, 2022