ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ნეიმარი, მიიჩნევს, რომ 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია:
,,ვინ არის წლის საუკეთესო ფეხბურთელი? ვინისიუს ჟუნიორი. მბაპეს საოცარი სეზონი ჰქონდა, ასევე – ბენზემას. სიმართლე გითხრათ, წელს ბევრი მატჩი არ მინახავს, მაგრამ, რაც ვნახე, ვინისიუსი საუკეთესო იყო,” – ნეიმარის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
2021-2022 წლების სეზონში ვინისიუსმა მადრიდის ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბრაზილიელმა ,,სამეფო გუნდთან” ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.