ნიგერიის ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” თავდამსხმელმა – ვიქტორ ოსიმენმა, გასულ სეზონში ნეაპოლელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.
ცნობილმა ნიგერიულმა სპორტულმა გამოცემა soccernet.ng-მ, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა და “ახალი კახა კალაძე” უწოდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ბიძამ – მამუკა კვარაცხელიამ, ნიგერიულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან “ნაპოლიში” ძალიან კარგი დუეტი შედგება (ხვიჩა კვარაცხელია – ვიქტორ ოსიმენი). ბათუმი დინამოს თავდამსხმელი საოცრად მაგარ ფორმაშია და მას შეუძლია უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში.
Kvaratskhelia is now Napoli bound and the main man in one of the most improved European national teams during the last year. He’ll be a joy to watch in 2022/2023 https://t.co/Bi6wv1SyEI
— Marcus Bring (@MarcusBr22) June 9, 2022
ნეაპოლიტანელები ცდილობენ, რომ კლუბში ოსიმენი შეინარჩუნონ. მასზე მსოფლიო ფეხბურთის ისეთი გრანდები ნადირობენ, როგორებიც არიან: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნტაიტედი”, “ნიუკასლი” და სხვა.
“მისი მოძრაობები და თამაშის სტილი კახა კალაძეს მახსენებს. კონტრშეტევაზე ის ძალიან სახიფათოა და მგონია, რომ ოსიმენთან ძალიან მაგრად შეწყვილდება. ერთი რამ ცხადია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მასზე ძლიერი ფეხბურთელი არ გვყოლია. ახლა საქართველოს ჩემპიონატში მის სანახავად მიდის ხალხი სტადიონზე და სადაც ბათუმი თამაშობს, ფაქტობრივად ყველა სტადიონი ივსება. რაც ყველაზე მთავარია, ხვიჩა მოედნის მიღმაც ოქროს ბიჭია”. – მამუკა კვარაცხელია.