დაღესტანელმა მებრძოლმა, ზაბიტ მაგომედშარიპოვმა კარიერა დაასრულა.
ამის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ახლო მეგობრებიც ადასტურებენ. არაა ცნობილი კონკრეტულად რა პრობლემები შეექმნა ზაბიტს, თუმცა აშკარაა პრობლემა სერიოზულია.
It appears Zabit Magomedsharipov has informed the UFC of his decision to retire from Mixed Martial Arts… Ohh what could have been 😢
One of the most entertaining fighters to step into the Octagon 🔥
Best of luck for the future @zabeast_mma 🙌 pic.twitter.com/JLaWZklkf2
— UFC on BT Sport (@btsportufc) June 16, 2022
Zabit Magomedsharipov notifies UFC of retirement (@guicruzzz) https://t.co/zl0pmH9cM1 pic.twitter.com/zYm606UQRi
— MMAFighting.com (@MMAFighting) June 15, 2022
ზაბიტს შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. პროფესიონალებში მან 19 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 18-ში გამარჯვებული გამოვიდა. ერთადერთი შეხვედრა იგორ ეგოროვის წინააღმდეგ დათმო. UFC-ში მაგომედშარიპოვმა 6 ბრძოლა ჩაატარა და არცერთი არ წაუგია.
მებრძოლი საკუთარ Instagram-ზე ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც ასეთ სიტყვებს წერს: “მახაჩკალის სამედიცინო სამყაროში მალე ახალი სახელი გამოჩნდება”
View this post on Instagram