ედუარდო კამავინგა გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს სამოსით წარსდგა.
შესანიშნავი საფეხბურთო მონაცემების გარდა, ჩაცმის სტილითაც ცნობილმა კამავინგამ, მსოფლიოში ერთ ფრანგული მოდის სახლის და სამოდელო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდის, Balenciagas-ს სამოსი მოირგო, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელიც ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.
ქართველი დიზაინერის მსგავსად, კამავინგას ბავშვობაში რთული პერიოდი აქვს გამოვლილი: მომავალი ფეხბურთელი ანგოლაში არსებულ ლტოლვილთა თავშესაფარში დაიბადა. მისი მშობლები, სელესტინო და სოფია, კონგოში მიმდინარე ომს გამოექცნენ. 1 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საფრანგეთის ქალაქ ფუჟერში გადასახლდა. “ნათელია, რომ ომიდან გამოქცევის ისტორიამ, უფრო ძლიერი გამხადა. ჩემს გვერდით ოჯახი იდგა და მოედანზე ყოფნისას, ყოველთვის მათთვის ვთამაშობ”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში “რეალის” ნახევარმცველმა, რომელიც აწ უკვე დასრულებულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.
იხილეთ კამავინგას გამოსვლა
Eduardo Camavinga just became the first football player to walk for Balenciaga ✨ pic.twitter.com/fRvbzpiXWx
— VERSUS (@vsrsus) July 6, 2022
კამავინგასთან ერთად, შოუში ნიკოლ კიდმანი, ნაომი კემპბელი, დუა ლიპა და კიმ კარდაშიანი მონაწილეობდნენ.
View this post on Instagram
მოდის სამყარო ფეხბურთთან უფრო და უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებს. კამავინგას გამოსვლამ ჰექტორ ბელერინი გაგვახსენა, რომელიც 2019 წელს, “ლუი ვიტონის” სამოსით ვიხილეთ.
იხილეთ Balenciaga-ს სრული შოუ
View this post on Instagram