,,ჩელსის” თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი ,,ლაიფციგში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. ინფორმაციას Sky Sport Deutschland-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში გუნდებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. თავად ფეხბურთელს, ყოფილ კლუბში დაბრუნება სურს, რადგან მისი მიზანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში შესვლაა.
26 წლის ფორვარდის ტრანსფერით ტურინის ,,იუვენტუსიც” ინტერესდება, თუმცა ტიმომ ,,ბებერ ქალბატონებს” ,,ლაიფციგი” არჩია.
ჯერჯერობით უცნობია, ვერნერი გერმანიაში იჯარით დაბრუნდება თუ ,,ხარები” მასში გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან, თუმცა ფაბრიციო რომანოს ცნობით, საუბარი ფეხბურთელის ყიდვაზეა.
როგორც Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, ტრანსფერი მომავალ კვირას უნდა დაიხუროს.
ვერნერმა გასულ სეზონში ,,ჩელსის” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. პრემიერლიგის პირველ ტურში, ,,ევერტონთან” მატჩში, თავდამსხმელი ,,არისტოკრატების” განაცხადში არ ყოფილა.
Leipzig are set to sign Timo Werner from Chelsea, here we go! Been told it will be a permanent deal and NOT loan. Werner will leave Chelsea. 🚨⚪️🔴 #CFC
First call @Plettigoal today, now final details being discussed – it’s done, personal terms are agreed since 1 month. pic.twitter.com/RCnqNZAUFZ
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 7, 2022