ლა ლიგის მე-7 ტურში ,,ბარსელონა” ,,მალიორკას” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
შედეგად, ხავის ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩეპიონატის სტუმრად ჩატარებულ მატჩებში კატალონიური გუნდის წაუგებელი სერია 18 თამაშამდე გაიზარდა (13 მოგება, 5 ფრე), რაც ლა ლიგის რეკორდია.
ხავიმ ზინედინ ზიდანის რეკორდი გააუმჯობესა – 2016 წელს ,,რეალს” სტუმრად 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
,,კმაყოფილი ვარ, ყველაფერი კარგად მიდის. იმედი მაქვს, რომ ტიტულის მოპოვებას შევძლებთ. გუნდი რთულ გასვლით შეხვედრებს იგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ,” – განაცხადა ხავიმ.
ხავის ხელმძღვანელობით ,,ბარსელონას” წაუგებელი სერია 2021 წლის 28 ნოემბერს ,,ვილიარეალთან” მოგებით დაიწყო.
კატალონიური გუნდი ლა ლიგაში მომავალ გასვლით მატჩს 16 ოქტომბერს, ,,რეალის” წინააღმდეგ გამართავს.