ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას” ყოფილ თავდამსხმელს, დავიდ ვილიას, ჰკითხეს, მესისა და მბაპეს შორის რომელ ფეხბურთელს გადაიყვანდა კატალონიურ გუნდში:
,,მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მაგრამ, დღევანდელი დღისთვისა და მომავლისთვის მბაპეს ავირჩევდი, ის გაცილებით ახალგაზრდაა.
თუმცა, ,,ბარსელონასთვის” მესის დაბრუნებაც დიდი სიხარული იქნებოდა. არ ვიცი, არ ვიცი… რთული სათქმელია,” – ვილიას სიტყვებს As-ი ციტირებს.
მესი ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. არგენტინელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.