საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურის დასრულების შემდეგ, Midi Olympique-მ ტურის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნა, რომელშიც სამი ქართველი მორაგბე მოხვდა.
ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბექა გორგაძე, ბექა გიგაშვილი და დავით ნინიაშვილი სრულიად დამსახურებულად მოხვდნენ მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში – გორგაძემ “პოს” უკაპიტნა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – გიგაშვილმა და ნინიაშვილმა კი ლელოს დადება მოახერხეს და საკუთარი გუნდის რიგებში, გამორჩეული თამაშით წარმოაჩინეს თავი.
26.11.2022 – “პო” 22:6 “ბრივი”
27.11.2022 – “სტად ფრანსე” 12:17 “ტულონი”
28.11.2022 – “ლიონი” 21:14 “ტულუზა”