ლონდონის ,,არსენალის” მცველი, ალექსანდრ ზინჩენკო ამ მომენტისთვის მოგებების პროცენტული მაჩვენებლით პრემიერ ლიგის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია.
Transfermarkt-ის ცნობით, უკრაინელს ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრების (88) 82%-ი მოგებული აქვს.
სიაში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთა ანგარიშზე პრემიერლიგაში მინიმუმ 50 მატჩია.
საინტერესოა, რომ ტოპ ათეულში 9 ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ,,მანჩესტერ სიტიში” თამაშობს ან უთამაშია:
- ალექსანდრ ზინჩენკო – მანჩესტერ სიტი/არსენალი (88 მატჩი, 82%-ი მოგებული)
- არიენ რობენი – ჩელსი (67 მატჩი, 82%-ი მოგებული)
- ემერიკ ლაპორტი – მანჩესტერ სიტი (113 მატჩი, 81%-ი მოგებული)
- გაბრიელ ჟესუსი – მანჩესტერ სიტი/არსენალი (173 მატჩი, 77%-ი მოგებული)
- ფილ ფოდენი – მანჩესტერ სიტი (115 მატჩი, 77%-ი მოგებული)
- ედერსონი – მანჩესტერ სიტი (202 მატჩი, 76%-ი მოგებული)
- ბერნარდუ სილვა – მანჩესტერ სიტი (185 მატჩი, 76%-ი მოგებული)
- ილკაი გიუნდოგანი – მანჩესტერ სიტი (174 მატჩი, 76%-ი მოგებული)
- ლეროი სანე – მანჩესტერ სიტი (90 მატჩი, 76%-ი მოგებული)
- რუბენ დიაში – მანჩესტერ სიტი (74 მატჩი, 76%-ი მოგებული)