ლა ლიგის მე-20 ტურში ,,ჟირონამ” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
წაგების მიუხედავად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,ღამურების” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მეტოქის დარტყმა შვიდჯერ მოიგერია.
ქართველი მეკარის თამაში ვებგვერდმა – Whoscored-მა, 7,9 ქულით შეფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ასევე 7,9 ქულა დაუწერა მამარდაშვილს Sofascore-მა, თუმცა უფრო მაღალი შეფასება ,,ჟირონას” ნახევარმცველმა, ალეშ გარსიამ (8,3) მიიღო.
22 წლის მეკარე დღევანდელ მატჩში ბურთს სულ 40-ჯერ შეეხო და 25-დან 20 (80%) სწორი პასი გააკეთა.
ლა ლიგის 20 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. ,,ღამურები” მომავალ მატჩს 12 თებერვალს, ,,ბილბაოსთან” შინ გამართავენ.