რონალდინიოს თქმით, მისი შვილი კონტრაქტს ბარსელონასთან გააფორმებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს 17 წლის შვილი ,,ბარსელონაში” ითამაშებს. კატალონიური გუნდის ყოფილმა შემტევმა ამის შესახებ თავად განაცხადა:

,,შემიძლია დავადასტურო, რომ ,,ბარსელონა” ჟოაოს გაიფორმებს. ,,ბარსა” ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და ჩემი გულის ნაწილი და ეს ჩემს შვილთან ერთად გაგრძელდება,” – რონალდინიოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა თავდამსხმელია და ,,ფლამენგოს”, ,,ვასკო და გამასა” და ,,ბოავიშტას” ახალგაზრდულ გუნდებში აქვს ნათამაშები. 2018-2022 წლებში ჟოაო ,,კრუზეიროში” თამაშობდა.

იანვარში ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ რონალდინიოს შვილი კატალონიაში პირადად ,,ბარსელონას” პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას, მიწვევით ჩავიდა.

რონალდინიოს თქმით, მისი შვილი კონტრაქტს ბარსელონასთან გააფორმებს

სტატიის ავტორი
-