ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

21 წლის ქართველი სიმბოლურ ნაკრებში მას შემდეგ მოხვდა, რაც “სპეციას” წინააღმდეგ – 3:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

კვარაცხელიასთან ერთად, საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის მისი ორი თანაგუნდელი, ანდრე ფრანკ ზამბო-ანგისა და ვიქტორ ოსიმენი მოხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა  1

21 წლის მსოფლიო ფეხბურთის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 12 საგოლე პასი გაკეთებული და 4 პენალტი მოპოვებული.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

სტატიის ავტორი
-