ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი ანორთოსისის შემადგენლობაში
დეკემბერი 16, 2018 12:00 am
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ, კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა – ამჯერად მან “პაფოსის” კარის აღება შეძლო.
კაჭარავას გოლის მიუხედავად, “ანორთოსისმა” გამარჯვება ვერ მოიპოვა და “პაფოსს” სახლში ანგარიშით 2:2 დაუზავდა. 13 მატჩის შედეგად, “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.
იხილეთ კაჭარავას გოლი
![ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი ანორთოსისის შემადგენლობაში 1 video](https://www.live.ge/files/2018/12/48408706_298360127688746_6752848672863551488_n.jpg)