ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში “ნაპოლიმ” სტუმრად “აინტრახტი” 0:2 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ამ მატჩში ერთი საგოლე გადაცემაა, თანაც ულამაზესი – ქუსლით.
ამ ფაქტს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა:
“… კვარაცხელიას მეცამეტე საგოლე გადაცემა სეზონში. ის მაგიურია, და ეს მისი მხოლოდ პირველი ევროპული სეზონია”