გოჩოლეიშვილის ავტოგოლი – შახტარი სენსაციურ მარცხს გადაურჩა | VIDEO

უკრაინის პრემიერ ლიგის შეხვედრაში, “ლვოვისა” და “შახტარის” დაპირისპირება შედგა. ლვოვში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 1:2 დასრულდა.

უკრაინის პირველობის ლიდერი “შახტარი” სენსაციურად მარცხდებოდა. 56-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის თავით გამოტანას ცდილობდა, თუმცა საკუთარ კარში ჩაჭრა.

დონეცკური კლუბის ფეხბურთელებმა წონასწორობის აღდგენა 6 წუთში შეძლეს, გამარჯვების მომტანი გოლი კი 94-ე წუთზე გაიტანეს.

გოჩოლეიშვილის ავტოგოლი - შახტარი სენსაციურ მარცხს გადაურჩა | VIDEO 1

გოჩოლეიშვილის ავტოგოლი – შახტარი სენსაციურ მარცხს გადაურჩა | VIDEO

სტატიის ავტორი
-