ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
“სარბიელის” მიერ ორგანიზებული საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შედეგები ცნობილი გახდა. 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად, ცხადია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. 22 წლის ფეხბურთელი გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს […]
3 მილიონი ევრო – შახტარში კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს?!
დონეცკის “შახტარი” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს და მზადაა ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას, Mozzart Sport-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, “შახტარის” აქტიური ინტერესისა და სოლიდური ფინანსური შემოთავაზების ფონზე, “ცრვენა ზვეზდა” აზაროვის ტრანსფერს არ დაბლოკავს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სერბული კლუბი პასუხის გაცემას არ ჩქარობს, რადგან აზაროვის გაყიდვის შემთხვევაში, გუნდში მხოლოდ […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
კვიპროსული მედია: “გოჩოლეიშვილის დამატება ექს-ჩემპიონს სურს”
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და დონეცკის “შახტარის” შემტევი ნახევარმცველის დამატებით კვიპროსის ექს-ჩემპიონი ლიმასოლის “აპოლონი” ინტერესდება. kerkida.net-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “აპოლონს” სურს ისეთი ახალგაზრდები დაიმატოს, რომელიც გუნდს შედეგებს მალევე მოუტანს და ამავე დროს მომავლის ინვესტიციაც იქნება. ამ სიაში კი ერთ-ერთი მოწინავე 22 წლის ქართველი, უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელია. ნათქვამია ისიც, რომ კვიპროსელები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე […]
გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარი უკრაინის ჩემპიონია
უკრაინის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში დონეცკის ,,შახტარმა”, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, უშუალო კონკურენტი ,,დნიპრო” 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. ,,შახტარს” ბოლო ტურის წინ 72 ქულა დაუგროვდა, რითაც გუნდი მეორეადგილოსან ,,დნიპროს” 8 ქულით გაექცა. დღევანდელ მატჩში გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია. 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკრაინული კლუბის მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 1 გოლია. ,,შახტარი” […]
გოჩოლეიშვილის ავტოგოლი – შახტარი სენსაციურ მარცხს გადაურჩა | VIDEO
უკრაინის პრემიერ ლიგის შეხვედრაში, “ლვოვისა” და “შახტარის” დაპირისპირება შედგა. ლვოვში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 1:2 დასრულდა. უკრაინის პირველობის ლიდერი “შახტარი” სენსაციურად მარცხდებოდა. 56-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის თავით გამოტანას ცდილობდა, თუმცა საკუთარ კარში ჩაჭრა. დონეცკური კლუბის ფეხბურთელებმა წონასწორობის აღდგენა 6 წუთში შეძლეს, გამარჯვების მომტანი გოლი კი 94-ე წუთზე გაიტანეს.
უკრაინულმა მედიამ გოჩოლეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა
დონეცკის “შახტარის” ქართველი ლეგიონერი – გიორგი გოჩოლეიშვილი, ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 22 წლის გოჩოლეიშვილმა, უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში, “შახტარის” მაისურით სადებიუტო გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც სპორტულმა გამოცემა ua-football-მა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. “მიუხედავად იმისა, რომ “ჩერნომორეცის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერი თავდასხმის ხაზთან ახლსო თამაშობდა, ჩვენ მას ფულბეკის პროფილურ პოზიციაზე დავასახელებთ. მე-19 ტურში “შახტარის” […]
შახტარმა ევროპა ლიგის განაცხადში გოჩოლეიშვილი არ შეიყვანა
16 თებერვალს ევროპა ლიგა ბრუნდება და ევროპის რანგით მეორე გუნდებიც საქმეში ერთვებიან. ამ ტურნირზე ასპარეზობს “შახტარიც”, რომლის მეტოქე ფრანგული “რენი” იქნება. უკრაინელებმა აღნიშნული მატჩისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელეს, სადაც ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ დონეცკელებთან კონტრაქტი გასული წლის 29 ნოემბერს გააფორმა. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და […]
“გოჩოლეიშვილი დიდ სარგებელს მოგვიტანს” – შახტარის მწვრთნელი
21 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. განაპირა მცველმა ტიტულოვან უკრაინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევა. ერთ-ერთ უკრაინულ მედია საშუალებასთან საუბარში, “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა – იგორ იოვიჩევიჩმა, ქართველი მცველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “დრო გვიჩვენებს. როდესაც მის მახასიათებლებს დავაკვირდით, მივხვდით, რომ ჩვენთვის შესაძლოა დიდი სარგებლის მომტანი გახდეს. ის სწრაფია, […]
ოფიციალურად: გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარის ფეხბურთელია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურელი, გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იგი ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა. გიორგი გოჩოლეიშვილს თბილისური კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 85 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 8 გოლი და 12 საგოლე პასია.
გიორგი გოჩოლეიშვილი: “ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, უბედნიერესი ადამიანი ვარ”
საქართველოს ნაკრები 2022 წელს 17 ნოემბერს გასამართი ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს, რომელშიც მაროკოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩამდე 1 კვირით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში 2 დებიუტანტია: საბა საზონოვი და გიორგი გოჩოლეიშვილი. ორივე ფეხბურთელია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი გახლავთ. “საბურთალოს” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში გამოძახების შემდეგ კლუბის 21 წლის მარჯვენაფლანგელის პირველი […]